ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

11 აპრილი 2022, 10:33 1540 ნახვა

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონტროლი მკაცრდება. დასჯადია როგორც ბზის მოჭრა, ასევე მისი მთლიანად ამოძირკვა და ტოტების დაზიანებაც.

სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა. იმ შემთხვევაში კი, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, შესაბამისი ცნობის საფუძველზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში