რუსეთის ბაზარს უმსხვილესი ფრანგული ბანკი და შვედური კომპანია ტოვებენ

11 აპრილი 2022, 13:59 781 ნახვა

საფრანგეთის  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  ბანკი სოსიეტე ჟენერალი რუსეთს ტოვებს. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ წყვეტს საბანკო და სადაზღვევო საქმიანობას რუსეთში და ყიდის თავის წილებს როსბანკსა და სადაზღვევო შვილობილ კომპანიებში. რუსეთში საქმიანობას განუსაზღვრელი დროით წყვეტს შვედური კომპანია  ერიქსონი.

თებერვლის ბოლოს ერიქსონმა რუსეთში კლიენტებს მისი პროდუქციის მიწოდება შეუწყვიტა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს  ფინეთის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორი „პოსტი“ შეუერთდა და  11 აპრილიდან რუსეთთან და ბელარუსთან საფოსტო კავშირს წყვეტს. 

საფოსტო კავშირის შეჩერება შეეხება წერილების და გზავნილების შეწყვეტას ფინეთიდან რუსეთსა და ბელარუსში, ასევე ამ  ქვეყნებიდან ფინეთში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი 400-ზე მეტმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა დღემდე  რუსეთის ბაზარზე კიდევ 42 კომპანია რჩება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში