რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის პორტიდან გემის ეკიპაჟის წევრები გაიტაცეს

11 აპრილი 2022, 18:19 1441 ნახვა

მარიუპოლის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში რუსულმა არმიამ დააკავა და უცნობი მიმართულებით გაიყვანა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემის “ სმარტას“ ეკიპაჟის წევრები. მათ შორის 18 უკრაინელია.  ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ-არხით უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა.  რუსი სამხედროების მძევლობაში არის გემის კაპიტნის ცოლიც, რომელიც   ინციდენტის დროს ბორტზე იმყოფებოდა.  წინასწარი მონაცემებით, გემის ეკიპაჟის წევრები დროებით ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.  ეკიპაჟის ერთი წევრი ეგვიპტის მოქალაქეა. მათთან კავშირი არ არის.  დატყვევებამდე რუსმა სამხედროებმა გემს ცეცხლი გაუხსნეს.  მშრალზიდი მარიუოპოლის პორტში 21 თებერვალს  შევიდა და შემდგომ თურქეთისკენ უნდა გაეგრძელებინა გზა. თუმცა აქტიური სამხედრო აგრესიის გამო გემს ზღვაში გასვლის ნებას არ აძლევდნენ და იგი ნავსადგურში დარჩა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში