ბათუმის მერიის სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ - არჩილ ჩიქოვანი

11 აპრილი 2022, 23:58 2163 ნახვა

ბათუმში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ლოკაციაზე პრობლემები შექმნა. ბათუმის მერიის ცხელ ხაზზე რამდენიმე შეტყობინება შევიდა.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ.

"ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რამდენიმე ლოკაციაზე. დაზიანებულმა ხეებმა სავალი გზა შეზღუდა. ყველა სათანადო სამსახური მობილიზებულია. 24-საათიან საგანგებო რეჟიმზეა ჩვენი სამსახურები გადასული. ყველა გამოწვევას ძალიან მოკლე პერიოდში გავუმკლავდებით. ისინი ვინც აწარმოებენ სამშენებლო სამუშაოებს, ვაფრთხილებთ, მოვუწოდებთ, თქვენი ეთერის საშუალებითა, გამოიჩინონ სიფრთხილე და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები მიიღონ", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ათობით ხე. მათივე განცხადებით, რამდენიმე მისამართზე შემოვიდა შეტყობინება სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში