მსოფლიო ლიდერებს შევახსენებ - ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავდა ხისტ რეაგირებას - ზელენსკი 

12 აპრილი 2022, 10:15 722 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი დაჰპირდნენ მკაცრ და სწრაფ რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანავთობო ემბარგო აუცილებელია, ნებისმიერი ახალი სასანქციო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არ მოიცავს ნავთობს, მოსკოვში აღქმული იქნება ღიმილით.

,,ახლა მხოლოდ დროის საკითხია - რუსული არმია საკუთარი ქმედებებით, საკუთარი სამხედრო დანაშაულებით აიძულებს მსოფლიოში ყველას, უარი თქვან რუსეთის სახელმწიფოსთან ყოველგვარ კავშირზე“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში