ომის დაწყებიდან მარიუპოლში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა - ქალაქის მერი

12 აპრილი 2022, 10:15 922 ნახვა

ქალაქ მარიუპოლის მერმა, Associated Press-ს განუცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ მინიმუმ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისივე თქმით, მარიუპოლში, ჯერ კიდევ 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და  მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ საკვები, წყალი და მედიკამენტები.

როგორც ბოიჩენკომ განაცხადა, მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები გვამებს აგროვებდნენ და მათ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში, მაცივრებში ინახავდნენ. უკრაინული მედია  კი ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელბს ინფორმაციას, რომ ხარკოვის რეგიონში, რუსული დაბომბვების შედეგად, 8 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი დაიღუპა.  

გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 800-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. მათ შორის  186 ბავშვი. 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლში დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მიმდინარეობს გავრცელებული ცნობების დაზუსტება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში