მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება, შესაძლოა იყოს ფოსფორის საბრძოლო მასალა - უკრაინული მედია

12 აპრილი 2022, 11:31 617 ნახვა

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მარიუპოლში რუსი დამპყრობლების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას, ვცდილობთ გავიგოთ რა იყო ეს. არის ვარაუდი,  რომ ეს იყო ფოსფორის საბრძოლო მასალა. საბოლოო ინფორმაციას, ოფიციალური პირი, მოგვიანებით მოგვაწვდის"- განაცხადა ანა მალიარმა.

ამავდროულად, მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი საკმაოდ მაღალია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში