უკრაინულენოვანი სექტორი  

12 აპრილი 2022, 10:58 1094 ნახვა

დღეიდან უკრაინელ მოსწავლეები საქართველოში მშობლიურ ენაზე ისწავლიან. პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა,  სადაც პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე იქნება სწავლა.

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეული არიან პედაგოგები ყველა საგნისათვის. მათ შორის არიან როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები.

აღნიშნული მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში