რუსი ოკუპანტი მარიუპოლში ქიმიური ჯარების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს

12 აპრილი 2022, 10:02 498 ნახვა

ეგრეთწოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის  სახალხო მილიციის წარმომადგენელი ედუარდ ბასურინი  ქალაქ მარიუპოლში  აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის ასაღებად ქიმიური იარაღის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა. შესაბამისი განცხადება  რუსმა ოკუპანტმა ერთ-ერთი რუსული ტელეარხის ღია  ეთერში გუშინ გააკეთა.

ბასურინის თქმით, აზოვსტალის შტურმით აღება შეუძლებელია, რადგან  იგი მიწისქვეშ მდებარეობს და  იქ თავდაცვის განხორციელება  დიდხანს და წარმატებულად  შეიძლება. 11 აპრილს აზოვის პოლკმა რუსი ოკუპანტების მიერ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ განაცხადა, რომელიც მარიუპოლში  უპილოტო საფრენი აპარატიდან გაუშვეს.

10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის  გამოყენების შესაძლებლობა დაუშვა. უკვე 11 მარტს ჯო ბაიდენმა რუსეთს დიდი ფასის გადახდით დაემუქრა, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში