რუსეთის მიზნები აბსოლუტურად კეთილშობილურია, მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრებთა დახმარება - ვლადიმერ პუტინი

12 აპრილი 2022, 13:46 1323 ნახვა

ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული.

მისივე თქმით, მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და შედეგიანად იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს.

„მათ დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა; მათ დაიწყეს ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გაშენება, რაც იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო. სპეციალურად გაიზარდა ნეონაციზმის ნერგი და რუსეთის შეტაკება ამ ძალებთან გარდაუვალი იყო, მათ მხოლოდ შეტევის დრო აირჩიეს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია.

მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება. დონბასელ ხალხს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, აიძულეს ამის გაკეთება, რადგან, დასავლეთის გავლენით, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას“, – განაცხადა პუტინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში