რუსეთმა მარიუპოლში მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, თუმცა ტოქსიკოლოგიური ანალიზი შეუძლებელია - აზოვის ბატალიონი 

12 აპრილი 2022, 13:54 1072 ნახვა

ქალაქ მარიუპოლში გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერებით დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, - აღნიშნულ ინფორმაციას ბატალიონი „აზოვი“ ტელეგრამში ავრცელებს.

მათივე განმარტებით, რუსეთმა მარიუპოლში მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, თუმცა ტოქსიკოლოგიური ანალიზი შეუძლებელია.

აზოვის ბატალიონის განცხადებით, ხალხის კონტაქტი ნივთიერებასთან მინიმალური იყო, რადგან ეპიცენტრი მშვიდობიანი მოსახლეობიდან შედარებით უფრო შორს იყო.

დაშავებულთა ძირითადი სიმპტომებია სახის ჰიპერემია, მაღალი არტერიული წნევა, თვალების ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ანთება.

„ახლა გასაგებია, რომ მტერმა ძლიერი მომწამვლელი, ძირითადად, „მახრჩობელა“ ნივთიერებები გამოიყენა, თუმცა, სრული ბლოკადის გამო ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარება შეუძლებელია. ამავდროულად, მთავარი ამოცანაა პერსონალის მდგომარეობის კონტროლი და მოწამვლის შესაძლო შედეგები“, - ნათქვამია ბალატიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში