შეხვედრა ტურისტულ კომპანიებთან

12 აპრილი 2022, 14:28 947 ნახვა

კოვიდ პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენამდე ერთი თვით ადრე კი ორგანიზატორები ბათუმში მოქმედი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ტურიზმის სფეროში პანდემიის პერიოდში დაგროვდა, ასევე აღნიშნეს, რომ მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, რაც მათი თქმით, ტურისტებს დისკომფორტს უქმნის.  შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

თამაზ ახვლედიანის შეფასებით, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ტურისტული კომპანიებისთვის საუკეთესო საშუალებაა ახალი პარტნიორების შესაძენად, ხოლო რეგიონისთვის ტურისტების მოსაზიდად.  გამოფენა „ექსპო ბათუმი თრეველ 2022“-ი 13 მაისს გაიხსნება. გამოფენა უკვე მეცამეტედ გაიმართება და მისი მიზანი  რეგიონში ტურიზმის განვითარაბის ხელშეწყობაა.

გამოფენის მონაწილე ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში