ერგნეთის მოლაპარაკებები

12 აპრილი 2022, 14:20 640 ნახვა

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 106-ე შეხვედრაზე ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ისევ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ამჟამად ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 8 მოქალაქე.

ერგნეთის შეხვედრების დღის წესრიგში რჩება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესიც.

ბოლო ასეთი ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში