საუბარი ჯერ ადრეა, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა ან დასასრულს უახლოვდება - ივანე ჩხაიძე

12 აპრილი 2022, 15:02 869 ნახვა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

მისივე თქმით, პანდემიის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება, ვიდრე ვირუსის მუტაციის რისკი არსებობს.

„ომიკრონმა“ თავისი მუტაციის მაქსიმუმი ჯერ არ ამოწურა, ვირუსის შემდგომი მუტაციის რისკი არსებობს. ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ იქნება ისეთი სტაბილური მდგომარეობა, როგორც საქართველოში, პანდემიის დასასრულზე საუბარი არ უნდა იყოს. ბევრი ევროპული ქვეყანა, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი აფიქსირებს შემთხვევების მატებას ისეთივე სახით, რა სახითაც საქართველოში იყო იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში.

ამ შემთხვევების უკან „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დგას, ანალოგიური მატებაა აშშ-ში. ასე რომ, გლობალურად პანდემიის დასასრულზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, სტაბილურია და მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო დღეების, კვირების მანძილზე კიდევ შემცირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში