არც კი შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ - დავით სერგეენკო

12 აპრილი 2022, 15:43 1021 ნახვა

არც კი შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ - ამის შესახებ ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვიზიტი, სავარაუდოდ, პარასკევს ან შაბათს შედგება.

"როგორც გუშინ გაკეთდა განცხადება საპარლამენტო დელეგაციას, ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას, უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის ჩავიდეთ უკრაინაში.

ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს"- განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, დღეს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში