თხილვანაში სამი ოჯახი გეოლოგიური დასკვნის მოლოდინშია

12 აპრილი 2022, 18:25 933 ნახვა

სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სამი ოჯახის გაყვანა გახდა აუცილებელი. მიწის ნაპრალებმა საფრთხე შეუქმნა  მთლიანად სოფელს, თუმცა  განსაკუთრებით ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, რომლებიც იმავე სოფელში  ალტერნატიულ ფართში მერიამ გადაიყვანა.  ტერიტორია უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები, სპეციალისტები დასკვნას უახლოეს პერიოდში  დადებენ. როგორც ხულოს მერიაში განმარტეს დაზარალებულების ბინის ქირას მერია დაფარავს. კომპენსირების საკითხზე კი  გეოლოგების დასკვნის საფუძველზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ თხილვანის თემი მეწყერაქტიური  დასახლებაა აქ კერძოდ კი მეზობელ ქვედა თხილვანაში მასშტაბური მეწყერი  1980-იან წლებში განმეორებით კი 2016 წელს ჩამოწვა, რის შედეგადაც ოჯახებს კომპენსაციები გადაეცათ, თუმცა მოსახლეობის ნაწილი სოფელს მაინც არ ტოვებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში