ლევან იზორიამ 2016 წელი შეაჯამა

30 დეკემბერი 2016, 00:00 3228 ნახვა

„თავდაცვის უწყების მთავარი პასუხისმგებლობა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის უზრუნველყოფაა“ - ამ სიტყვებით შეაჯამა თავდაცვის მინისტრმა უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების აუცილებლობა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე.  ლევან იზორიამ განმარტა, რომ რეფორმის ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება იმ ვალდებულებით არის განპირობებული, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე აიღო მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ეფექტიანად დასაცავად, ასევე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად. მინისტრმა რეფორმის აუცილებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ფინანსების არათანაბრად და არაპროპორციულად განაწილება დაასახელა. მისი თქმით შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით 209 ოფიცერმა დატოვა, თუმცა უწყებამ კომპენსაციის სახით  5 მილიონ 200 ათასი ლარი გასცა.

ამავე კატეგორიაში