მადლობის წერილი პრეზიდენტისგან

30 დეკემბერი 2016, 00:00 2071 ნახვა

საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს   გიორგი მარგველაშვილმა მადლობის წერილი და საახალწლო მილოცვა გაუგზავნა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს,  რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, 82 წლის დათა ვანიშვილმა, 2010 წლის შემდეგ პირველად, მოახერხა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მავთულხლართების გადმოლახვა. მადლობის წერილი მას პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ გადასცა. 

ამავე კატეგორიაში