მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება

13 აპრილი 2022, 14:46 2752 ნახვა

25 აპრილიდან მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. მსურველები გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ ქალაქებში:  ბათუმი, რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე და ოზურგეთი.

ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში