აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო საარჩევნო კამპანიის უმეტესად ნეიტრალური გაშუქება - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

13 აპრილი 2022, 14:59 932 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვრცელი თავი ეთმობა მედიას და ქვეყანაში შექმნილ მედია გარემოს. დოკუმეტში საუბარია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზეც. უწყება ეყრდნობა ეუთო ოდირის წინასწარ შეფასებას არჩევნებთან დაკავშირებით და მითითებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები მაუწყებელმა ნეიტრალურად გააშუქა. ამავე ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო მედია გარემო უარყოფითად შეფასდა. აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ შევიწროების და მუქარის ფაქტებს.

''ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასებით, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მომზადდა მითითებულია, რომ მედიაგარემო გაუარესება, რომელიც გამოიხატა ჟურნალისტების შევიწროებასა და მუქარაში აღძრავს ეჭვებს თუ რამდენად აქვთ ჟურნალისტებს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

ადგილობრივი არჩევნების მეორე  ტურის წინასწარ შეფასებაში ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ უზრუნველყო საარჩევნო კამპანიის უმეტესად ნეიტრალური გაშუქება, ამავდროულად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო თანაბარი დრო მმართველ და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა გაშუქების ტონი მმართველი პარტიის მიმართ იყო უფრო პოზიტიური,'' - წერია ანგარიშში. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში