რუსეთმა 398 ამერიკელი კონგრესმენი და 87 კანადელი სენატორი ''შავ სიაში'' შეიყვანა

14 აპრილი 2022, 10:17 857 ნახვა

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 398 წევრს სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს ნაბიჯი საპასუხო ზომაა,  აშშ-ის მიერ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებისთვის დაწესებული სანქციების გამო. 

რუსეთმა ანალოგიური ზომები მიიღო კანადელი სენატორების მიმართაც. ''შავ სიაში'' 87 სენატორი შეიყვანა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი უკრაინაში შეჭრის გამო დაახლოებით ერთი თვის წინ ე.წ შავ სიაში შეიყვანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში