CNN - აშშ-ში მაღალი რანგის თანამდებობის პირის უკრაინაში ვიზიტის საკითხი განიხილეს

14 აპრილი 2022, 10:36 644 ნახვა

„სიენენის“ ინფორმაციით,  თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს.   

როგორც ტელეკომპანია იუწყება, უკრაინაში ვიზიტით სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავა.

ამასთან, „სიენენი“ აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში