პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტების ვიზიტი უკრაინაში 

14 აპრილი 2022, 11:37 620 ნახვა

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმეს და ევროპას მოუწოდეს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება.

კიევში პრეზიდენტები შეხვდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ასევე კიევის გარეუბანში არსებული დასახლება ბოროდიანკა მოინახულეს და ჩადენილი სისასტიკისთვის რუსეთის პასუხისგების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ან ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეაჩერებს აგრესორს, ან თანამდებობებს ვტოვებთ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ბოროდიანკაში განაცხადა.  

ნაუსედამ აღნიშნა, რომ ოკუპანტმა იცის, რაც ჩაიდინა და დადგება მისი გასამართლების დრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში