რუსეთ-უკრაინის ომიდან 50-ე დღეს 197 დაღუპული ბავშვი, 351 კი დაშავებული - ასეთია რუსული აგრესიის შედეგები

14 აპრილი 2022, 12:00 962 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომიდან 50-ე დღეს 197 დაღუპული ბავშვი, 351 კი დაშავებული - ასეთია რუსული აგრესიის შედეგები. თუმცა ეს  ციფრები, რა თქმა უნდა, არ არის დაზუსტებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. 

ომი გრძელდება და რუსეთი ახლა უკრაინას აფრთხილებს, რომ კიევსაც შეუტევს. ,,აბა სცადონ“  ასე პასუხობს  მოსკოვის მუქარას ზელენსკის მრჩეველი ალექსეი არსეტოვიჩი, რომელიც აცხადებს, რომ კიევზე შეტევის  შემთხვევაში, ისინი საპასუხო დარტყმით უპასუხებენ, რისი შესაძლებლობაც როგორც არესტოვიჩი ამბობს, უკვე აქვთ.

უკრაინის პრეზიდენტი კი ნატოს სტანდარტის შეიარაღების აუცილებლობაზე საუბრობს, მანამდე კი ვიგებთ, რომ  ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყო. 

ამ თანხიდან ნაწილი სწორედ  პერსონალურ დამცავ და სამხედრო აღჭურვილობებს მოხმარდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში