ლვოვის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის უძრავი და მოძრავი ქონება დააყადაღა

14 აპრილი 2022, 13:13 2655 ნახვა

ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსის ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის უძრავი და მოძრავი ქონება დააყადაღა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

სასამართლომ გადაწყვეტილება სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო პროკურორის ოფისის მიმართვის საფუძველზე მიიღო და დამატებით 154 ობიექტი დააყადაღა. 

დაყადაღებულია 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 32 ბინა, 23 სახლი, 17 პარკინგის სივრცე და ერთი მოტორიზებული იახტა. 

ოჯახს 25 კომპანიაში კაპიტალის წილიც ჩამოართვეს, რომელთა მფლობელიც მედვედჩუკის ცოლია.

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 12 აპრილს ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ მოსკოვს მედვედჩუკის გაცვლა რუსეთში მყოფ უკრაინელ სამხედრო ტყვეებში შესთავაზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში