ჯანმო-ს ხელმძღვანელი მსოფლიო თანასაზოგადოებას რასიზმში ადანაშაულებს

14 აპრილი 2022, 14:05 910 ნახვა

ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა უკრაინას-აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ  გებრეისუსი და მსოფლიოს რასიზმში ადანაშაულებს.  მისი თქმით, მსოფლიო თანაბარ ყურადღებას არ უთმობს საგანგებო სიტუაციებს, რომლებიც თეთრ და ფერადკანიანებს  ეხება. 

გებრეისუსის განცხადებით,  უკრაინისადმი გაწეული დახმარების მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო გამოყოფილი სხვა ჰუმანიტარულ კრიზისებზე.  თუმცა ჯანმოს ხელმძღვანელი აღიარებს, რომ  უკრაინისთვის დახმარება ძალიან მნიშვნელოვნია. გებრეიესუსის თქმით, რომელიც წარმოშობით ეთიოპიიდან არის, გაეროს შეფასებით,  ეთიოპიის რეგიონისთვის დღეში 100 სატვირთოა საჭირო სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული ტვირთით. 

ეთიოპიის მთავრობასა და ტიგრაელ ამბოხებულებს შორის შეტაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანს კი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში