უმაღლესმა რადამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა

14 აპრილი 2022, 20:12 1046 ნახვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

გადაწვეტილებას "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ მხარი 365-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციაში უმაღლესი რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ სიმბოლოები "Z" და "V" აკრძალა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში