ბოლო 24 საათში დონბასში რვა შეტევის მოგერიება შევძელით - უკრაინის გენშტაბი 

15 აპრილი 2022, 11:34 701 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის მთავარი სამიზნე კვლავ ლუგანსკის ოლქის დასახლებებია, თუმცა მათ დაკავებას ოკუპანტები უშედეგოდ ცდილობენ. 

უწყების ცნობით, დონბასში უკრაინელებმა, ბოლო 24 საათში,  რვა შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია ოთხი ტანკი, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა.

ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ძალები გამაგრებას ცდილობენ, ავსებენ საწვავის მარაგს და უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერვას ატარებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში