დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 11 პირი დამნაშავედ ცნო

15 აპრილი 2022, 11:05 652 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 11 პირი დამნაშავედ ცნო.

გამოძიების ინფორმაციით,  ისინი  უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით, სისტემატურად უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენას. ჯამში მიისაკუთრეს    700 ათას  ევრო და 4 800 აშშ დოლარი.

ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა და წევრების ნაწილმა, ასევე  შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რომლებიც ახლა დაყადაღებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში