უკრაინა რუსეთის იერიშებს ისევ იგერიებს

15 აპრილი 2022, 12:00 1166 ნახვა

უკრაინა ისევ იგერიებს რუსეთის იერიშებს. რუსული სპეცსამსახურები გადავიდნენ ახალი გეგმის რეალიზაციაზე, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობასა და ანტიუკრაინული ისტერიის აგორებას ისახავს მიზნად - აცხადებენ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრში.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომიდან 50-ე დღე შეაჯამა და ვიდეომიმართვით კიდევ ერთხელ  უამბო მსოფლიოს, თუ რა ვითარებაშია უკრაინა ახლა და როგორ  კვალს ტოვებენ  რუსი ოკუპანტები სხვადასხვა ქალაქში.   

გუშინ ღამით კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა, რასაც ტვიტერზე უმაღლესი რადას დეპუტატი ლესია ვასილენკოც გამოეხმაურა.

"დიდი ალბათობით, პუტინი ბრაზობს ხომალდ მოსკვას ჩაძირვის გამო", - წერს დეპუტატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში