ევროკავშირისგან მოწოდებული კითხვარი გასაჯაროვდება - ილია დარჩიაშვილი

15 აპრილი 2022, 13:24 886 ნახვა

ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე ეს დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

"რაც შეეხება რეფორმებს, რეფორმების გატარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა რეფორმების გატარების პროცესში გამოირჩევა შესაბამისი აქტიურობით. ვთლით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად და ეფექტურად მართავს ჩვენს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს. შესაბამისად, ჩვენ ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმების გეგმა გვაძლევს საფუძველს და საშუალებას, რომ მოვამზადოთ აღნიშნული კითხვარი და გადავაგზავნოთ ევროპელ პარტნიორებთან.

რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დოკუმენტი, რაც შეიძლება მალე, გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში