უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

15 აპრილი 2022, 14:13 632 ნახვა

ოკუპანტები მაქსიმუმ ხუთ დღეს გვაძლევდნენ, ჩვენ უკვე 50 დღეა ვიბრძვით, – ამბობს მორიგ მიმართვაში  ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიიღო სათანადო პასუხი მსოფლიოსგან 2014 წელს, რის გამოც მოსკოვმა უკრაინაში ხელახლა შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყება გაბედა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული არმიის ქცევა დონბასში მიუთითებს, რომ მათ ქვეყნის სრულად განადგურება სურთ. გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა ომის პირველი დღეები და განაცხადა, რომ მას მსოფლიო ლიდერები ფაქტობრივად დანებებას ურჩევდნენ.

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეომიმართვა ქუჩიდან გაავრცელა, სადაც კიდევ  ამბობს, რომ  უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში