რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონთან საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

15 აპრილი 2022, 14:13 955 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონთან  საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, გარდაიცვალა 7 და დაშავდა 27.

 ხარკოვში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის ცენტრში ხანძარია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე,  ვიდეო მასალა არ ვრცელდება. 

ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს , რომელშიც დედა და ორი შვილი იმყოფებოდა. განაცხადა ბუჩის პროკურატურის გენერალმა რუსლან კრავჩენკომ, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ადამიანებს ესროდნენ ევაკუაციის დროს, მაშინ როდესაც ქალები და ბავშვები ცდილობდნენ უსაფრთხო ადგილამდე მისვლას.

მარიუპოლის დამცველები განაგრძობენ მტერთან სასტიკ ბრძოლას, მოწინააღმდეგე კი, ისევ აგრესიულ შეტევაზეა - აცხადებს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს ქალაქი უმოკლეს ხანში განბლოკოს სამხედრო ან პოლიტიკური გზით.

სხვათაშორის, გუშინ  მარიუპოლის დამცველი კიდევ ერთი შენაერთის, პოლკ „აზოვის“ მეთაური ამბობდა, რომ  ქალაქის განბლოკვა შესაძლებელია და უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან მტკიცე გადაწყვეტილებებს ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში