რუსეთი აფრთხილებს ამერიკას შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება -The Washington Post

15 აპრილი 2022, 17:04 1088 ნახვა

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ არაპროგნოზირებადი შედეგები დადგება, თუ ვაშინგტონი უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ოფიციალური დიპლომატიური ნოტა მოსკოვიდან, რომლის ასლი განიხილა ამერიკას გაეგზავნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაამტკიცა კიევის მთავრობისთვის მიწოდებული იარაღის მასშტაბის დრამატული გაფართოება.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც იწვევს არაპროგნოზირებად შედეგებს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - ციტირებს გაზეთი The Washington Post-ი რუსეთის მიერ აშშ-ისთვის გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტას.

დიპლომატიური დემარშის მიზეზი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების  მასშტაბის გაფართოებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში