რიჟვაძე „იალქანის“ ბენეფიციარებს შეხვდა

15 აპრილი 2022, 18:16 950 ნახვა

დღის ცენტრი ,,იალქანის” ბენეფიციარების სააღმზრდელო პროცესს და ბავშვების საჭიროებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  გაეცნო. ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართული კულტურულ, სპორტულ აქტივობაში. ცენტრში შეისწავლიან თიხაზე მუშაობას, უცხო ენებს. ფონდი გაფართოვდა, დაემატა მობილური და მულტიდისციპლინარული ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ბავშვებთან. ,,იალქანი“ მაისიდან 24 საათიან მომსახურებას გაუწევს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს. „იალქანს“ ფართი მთავრობის მხარდაჭერით გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში