საკონსულტაციო საბჭო აგრარულ საკითხებზე

15 აპრილი 2022, 19:39 920 ნახვა

გამოწვევები, რომლებიც აჭარაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებობს - უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოსდაცვით  საკითხთა კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოზე განიხილეს. იმსჯელეს მიზნებზე, დებულებაზე, სამომავლო გეგმებსა და  საბჭოს საქმიანობაში თითოეული წევრის როლზე.  დეპუტატები და მესამე სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ საკონსულტაციო საბჭო მხოლოდ კაბინეტში არ უნდა იკრიბებოდეს და აუცილებელია  გახშირდეს შეხვედრები მოსახლეობასთან, პრობლემების უშუალოდ მათგან და  ადგილზე გაცნობის მიზნით. სოფლის მეურნეობა მთიანი აჭარისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში