ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია გაემგზავრება - კელი დეგნანი

15 აპრილი 2022, 20:01 829 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოდან მრავალპარტიული დელეგაცია გაემგზავრება.

მისივე განმარტებით, დელეგაცია უკრაინაში ჩასვლით ასახავს იმ დამოკიდებულებასა და მხარდაჭერას, რაც ქართველ ხალხს აქვს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოს დელეგაცია არის მრავალპარტიული დელეგაცია, რაც გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა უკრაინის სუვერენიტეტისა ​და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასე რომ, ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.

ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადას სპიკერთან. ვფიქრობ, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, მედიის და იმის გამო, რომ პირდაპირ საუბრის შესაძლებლობა არ არის. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა არის პირისპირ საუბარი. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, გრძელდება",- განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში