ქართველი მოციგურავეები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

16 აპრილი 2022, 10:06 2663 ნახვა

ქართველი მოციგურავეები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იუნიორთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა.

მსოფლიო ჩემპიონების ტიტული, პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ქართველმა წყვილმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს. 

საფინა-ბერულავას წყვილი ჯერ კიდევ მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა. მათ თავისუფალ პროგრამაშიც შესანიშნავად იასპარეზეს, 120.35 ქულა დაიმსახურეს, შედეგად, ჯამში 188.12 ქულით ჩემპიონები გახდნენ.

მეორე ადგილზე ავსტრალიური დუეტი გავიდა, ბრინჯაოს მედლები კი კანადურმა წყვილმა მოიგო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში