ფსაკი: ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში

16 აპრილი 2022, 11:02 818 ნახვა

ჯო ბაიდენი ამ ეტაპისთვის  უკრაინაში არ ჩავა - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, განმარტავს რომ აშშ პრეზიდენტს სურს უკრაინაში ჩასვლა თუმცა ადმინისტრაცია უარზეა.

გასულ თვეში ჯო ბაიდენი პოლონეთში იმყოფებოდა და აღნიშნა, რომ წუხდა რომ უკრაინის საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

ცნობისთვის 14 აპრილს CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ მაღალი რანგის ადმინისტრაციის წევრის უკრაინაში გაგზავნას განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში