ომის 52-ე მძიმე ღამე უკრაინაში

16 აპრილი 2022, 12:02 920 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება, ბოლო ინფორმაციით აფეთქებები მოხდა კიევსა და ლვოვში. მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჯამში 200  ბავშვია დაღუპული, დაშავებულია 360. ამასთან, დაბომბვების შედეგად 1 018 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 95 სრულად.

ბოლო ინფორმაციით უკრაინამ რუსი დამპყრობლების 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში