ვითარება უკრაინაში

16 აპრილი 2022, 20:09 1093 ნახვა

ომის 52-დღე გათენდა დღეს უკრაინაში, მტერი აქტიურად უტევს ხარკოვს, მაგრამ როგორც აქამდე ხარკოვი მედგრად დგას და ოკუპანტს წინსვლის და წარმატების მოპოვების საშუალებას არ აძლევს. 

როგორც აქამდე სპეციალისტები ვარაუდობდნენ შეტევის ძირითადი რკალი სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე გადადის, ეს კი ნიშნავს, რომ ხარკოვის გარდა მთავარი სამიზნე ხერსონის ოლქი ხდება.

უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების გარდა, რუსების მხეცური მოქმედებების კვალს უკრაინული ძალები კვლავ პოულობენ, მაგალითად სუმში და მარიუპოლში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში