ომის 53-ე დღე უკრაინაში

17 აპრილი 2022, 11:31 869 ნახვა

უკრაინაში ომის 53 დღეს რუსული არმია შეტევას აღმოსავლეთ რეგიონებში  აგრძელებს.  მთავარი სამიზნე ლუგანსკის ოლქია. საჰაერო იერიში იყო ხარკოვშიც,  ბოლო 24 საათში ქალაქის დაბომბვის შედეგად ხანძარი 11 ადგილას გაჩნდა. დაიღუპა 2, დაშავდა 18 ადამიანი. ღამით მტრის იერიშების შედეგად სევეროდონეცკში 4 მრავალსართულიანი სახლი დაიწვა. საცხოვრებელი სახლი განადგურდა ნოვოდრუჟესკშიც. ოლქის სახელმწიფო  ადმინისტრაციის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. მედია ასევე იუწყება, რომ ღამის განმავლობაში თითქმის მთელი უკრაინის მასშტაბით ისმოდა განგაშის სირენები.  უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული არმია მარიუპოლში საზღვაო სადესანტო ოპერაციას ამზადებს.  მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე არიან, უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. ამასთან, მათ შეძლეს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგების დაგროვება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში