უკრაინაში კიდევ 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

17 აპრილი 2022, 11:32 799 ნახვა

არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა - კიდევ სამი ქართველი მებრძოლი  ემსხვერპლა  თავისუფლებისთვის ბრძოლას. ისინი ქალაქ რუბეჟნოესთან ჩეჩნურ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ერთი ქართველი ზურაბ მუქუშია. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. საქართველო  დღეს კიდევ ერთ მებრძოლს  ემშვიდობება 21 წლის ნიკოლოზ შანავას, მას დღეს დაკრძალავენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში