საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში

17 აპრილი 2022, 11:32 699 ნახვა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტი დაასრულა. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დეპუტატები შეხვდნენ რადას თავმჯდომარეს. რუსლან სტეფანჩუკთან ერთად ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდნენ. რადას თავმჯდომარემ  ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველთვის უკეთესია მტრის მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით ნახვა. შალვა პაპუაშვილმა კი ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში