ღია პირველობა ბათუმელმა ფრენბურთელებმა მოიგეს

17 აპრილი 2022, 20:29 1812 ნახვა

დასრულდა ფრენბურთში ბათუმის სპორტის სასახლის ღია პირველობა  2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ტურნირში ოთხი გუნდი _ თბილისის ნიკე, რუსთავი და ბათუმის ორი გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა. პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ბათუმის სპორტის სასახლის გუნდი და თბილისის ნიკე დაუპირისპირდნენ. ბათუმმა ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში ზედიზედ სამი პერიოდი მოიგო და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში