ეს კვირა შესაძლოა ლუგანსკითვის მძიმე იყოს - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

18 აპრილი 2022, 10:08 957 ნახვა

ეს კვირა შესაძლოა, მძიმე იყოს ლუგანსკითვის - წერს ფეისბუქზე ლუგანსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  ჰაიდაი  მოსახლეობას ევაკუაციისკენ  მოუწოდებს. 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან რუსებთან შესახვედრად. ამასთან, გაიდაიმ განმარტა რომ ის, თუ რამდენად სწრაფად გაუმკლავდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის შეჭრას, ასევე დამოკიდებულია ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებზე.

უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხარკოვის რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. კერძოდ, გათავისუფლებულია სოფლები: ბაზალიივკა, ლებიაჟე და კუტუზივკას მხოლოდ  ნაწილი, თუმცა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცახადებს, რომ  რუსული ძალები ხარკოვის დაბომბვას ისევ აგრძელებდნენ. 

ხარკოვთან ახლოს უკრაინელმა სამხედროებმა რეაქტიული ცეცხლით გაანადგურეს ხუთი რუსული ტანკი და ათი ჯავშანმანქანა. რუსული ძალები ხერსონის ოლქში ალექსანდროვკაზე კონტროლის აღდგენის მცდელობებს არ წყვეტენ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში