''ოცნების ქალაქში'' ხანძარი იყო - დაიწვა საცხოვრებელი სახლი 

18 აპრილი 2022, 10:42 6793 ნახვა

ხანძარი იყო, გვიან ღამით, ბათუმის ე. წ ოცნების ქალაქში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ ხანძრის შედეგად კახიძეების საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.

დაზარალებული მარჩენალდაკარგულია, რომელსაც ორი სტუდენტი შვილი ჰყავს. მათ არც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. 

ოჯახის წევრების თქმით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ვერც ტექნიკისა და საჭირო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს. 

ბარაკული ტიპის მჭიდრო დასახლებაში არსებობდა ხანძრის გავრცელების რისკი, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა  მოხერხდა.

თვითმხილველების თქმით, დაიგვიანა სახანძრო სამაშველო ბრიგადამაც, თუმცა მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა ცეცხლის სხვა სახლებზე გადასვლამდე შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია, მიმდინარეობს მოკვლევა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში