სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

18 აპრილი 2022, 11:20 1231 ნახვა

სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაია დაიღუპა. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. 

ოჯახის წევრები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფენ. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. 

''სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ115-ე მუხლით. 

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში