“შავი ლომი” ევროპის სუპერთასის ფინალშია

18 აპრილი 2022, 10:01 571 ნახვა

ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლევან მაისაშვილის შეგირდებმა თბილისში ავჭალის სტადიონზე გამართულ ნახევარფინალში ესპანურ იბერიანსს 43:40 სძლიეს. ქართველებმა მეტოქეს შვიდი ლელო დაუდეს.

თავი აფციაურმა, შარიქაძემ, ხმალაძემ, მამუკაშვილმა ორჯერ და ლომიძემ გამოიჩინეს, შავმა ლომმა ერთი საჯარიმო ლელოც მიითვალა.

უკვე ცნობილია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი მორაგბეების მეტოქე პორტუგალიური ლუზიტანოსი იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ თელ ავივ ჰითს 42:26 სძლია. ფინალი 8 მაისს ლისაბონში გაიმართება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში