ითხვისის მაღაროში 30 წლის თანამშრომელი დაიღუპა

18 აპრილი 2022, 11:12 500 ნახვა

ითხვისის მაღაროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. იგი მაღაროს უბნის უფროსი იყო. ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

„ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად.“-აღნიშნულია ჯორჯიან მარგანეზის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში